დადასტურებულად — ჯან პიერო გასპერინის გადაწყვეტილებით, კოსტას ციმიკასი, ლეონ ბეილი და ევან ფერგიუსონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომას უდიდესი ალბათობით დატოვებენ. ეს ფეხბურთელები გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედიან, შესაბამისად, სამივე მათგანთან არსებული საიჯარო ხელშეკრულება ნაადრევად შეწყდება და მოთამაშეები ძველ კლუბებში დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, კოსტას ციმიკასი ლივერპულის საკუთრებაში იმყოფება, ხოლო ევან ფერგიუსონი ბრაიტონის. რაც შეეხება ლეონ ბეილის, იამაიკელი ამ დრომდე ასტონ ვილას ფეხბურთელია.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ზემოხსენებული ფეხბურთელები უახლოეს დღეებში რომას დატოვებენ.













