ტრანსფერი დაიხურა — მატის ტელი ბაიერნიდან 6-თვიანი იჯარით
ტოტენჰემში ითამაშებს! იმის მიუხედავად, რომ საქმეში მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი და ასტონ ვილა იყვნენ, ყველას ტოტენჰემმა აჯობა. ფეხბურთელი უკვე ლონდონის მიმართულების მიემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ტოტენჰემს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა €55 მილიონად შეეძლება.
მატის ტელს ბაიერნის დატოვება, რომ სურდა ამის შესახებ პირველად ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. 19 წლის ფრანგი სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო და ბაიერნიდან წასვლა მოითხოვა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ტოტენჰემი მატის ტელს უახლოეს საათებში ოფიციალურად წარადგენს.