ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
გერმანელმა მცველმა დორტმუნდში დაბრუნების შემდეგ 199 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ფეხბურთელის დამატებას მილანი, ბოლონია, ბრაიტონი, ვესტ ჰემი, მალიორკა, რეალ სოსიედადი, გალათასარაი და საუდის გუნდები ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დანიელე დე როსისა და ჰუმელს შორის კომუნიკაცია შედგა, გერმანელმა რომას სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
შეგახსნებეთ, რომამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თავისუფალი აგენტის ტრანსფერი დაიხურა — "ჯალოროსიმ" მარიო ერმოსოც დაიმატა.
🚨 ✈️ Next stop: Roma! Mats Hummels (35/🇩🇪) spotted at Munich Airport a few minutes ago. The World Cup winner of 2014 is on his way to Italy in order to undergo medical check at AS Roma. He is set to sign a one-year-contract with the Serie A side. 🇮🇹 🔴🟡 @SkySportDE
— Patrick Berger (@berger_pj) September 4, 2024
🎥… pic.twitter.com/sN0Zz6N8hc













