იმის მიუხედავად, რომ ჩელსიში ნეტუს პოზიციაზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ირიცხება, მარესკას კიდევ სურდა ერთი შემტევის დამატება და როგორც ჩანს, გუნდმა არჩევანი პორტუგალიელზე გააკეთა, რომელიც ორივე ფლანგზე ერთნაირად კარგად თამაშობს. ნეტუთი კიდევ ორი ლონდონური კლუბი, არსენალი და ტოტენჰემიც ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველას ჩელსიმ აჯობა.
ნეტუ ვულვზის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, რა დროშიც 135 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 14 გოლი და 24 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები... ახლა კი ფეხბურთელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება, ჩელსიში პედრუს უკვე ელოდებიან.













