რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებისა და ემპოლის ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე ახლოს იყო რომაში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ბოლო დღეს ჩაიშალა.
ევროპის წამყვან ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წინასწარი ცნობით, გოგლიჩიძე ემპოლიში სეზონის ბოლომდე დარჩა, მაგრამ კიდევ ერთი რეალური მსურველი გალათასარაია.
თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 11 თებერვლის ჩათვლითაა, დრო 1 კვირაა. ემპოლიმ გალათასარაის პირველი ოფიციალური შეთავაზება დაბლოკა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა გუშინ კიდევ ერთი, უფრო მსუყე შეთავაზება გააკეთა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ დარჩენილ დღეებში გოგლიჩიძე და ემპოლი დაითანხმონ.
ვინაიდან ქართველ ფეხბურთელს ზაფხულში ტოპ გუნდში წასვლის შანსი აქვს, ამჟამად, გოგლიჩიძეს გალათასარაიში გადასვლის სურვილი არ აქვს.














