იტალიაში ტოპ კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ამ სიაში არიან ნაპოლი, რომა და ლაციოც, რომლებიც ახალი სეზონის წინ, ახალ ცენტრალურ მცველს ეძებენ და როგორც ირკვევა, სამივე კლუბი იტალიური ფეხბურთისთვის საკმაოდ ნაცნობი კადრით მილან შკრინიარით ინტერესდება.
სლოვაკი ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით ფენერბაჰჩეში თამაშობს, მისი უფლებები კი ამ დრომდე პსჟ-ს ეკუთვნის. ზაფხულში, 30 წლის ფეხბურთელის უკან, პარიზში დაბრუნება არ განიხილება, ხოლო რაც შეეხება თურქულ გრანდს, ჟოზე მოურინიოს გუნდს შკრინიარის შენარჩუნება სურს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.
ნაპოლის, რომასა და ლაციოს ინტერესი რეალური და დადასტურებულია. სამივე კლუბი შკრინიარის წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდა, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მილან შკრინიარის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.













