
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია უახლოეს საათებში გუნდი ფიკაიო ტომორიმ დატოვოს. ინგლისელი მცველის ტრანსფერზე ტოტენჰემი მუშაობს, მეტიც, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებაც კი არსებობს — "დეზები" 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €25-30 მილიონს იხდიან. ახლა კი ყველაფერი ტომორიზეა დამოკიდებული. თუ ენჯ პოსტეკოგლუს გუნდი ფიკაიოს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდება, გარიგება დაიხურება.
რა გეგმა აქვს მილანს ტომორის წასვლის შემთხვევაში? ამაზე პასუხი უკვე გვაქვს, გუნდი საბა გოგლიჩიძის კანდიდატურას მიუბრუნდება! დიახ, დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ "როსონერი" ქართველი ფეხბურთელის შეძენას კვლავ შეეცდება. თუ ფიკაიო ტომორი იტალიურ გუნდს უახლოეს საათებში დატოვებს, მილანი საბა გოგლიჩიძის თაობაზე ემპოლის ოფიციალურად მიმართავს. განიხილება სხვა ვარიანტებიც, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტი ქართველი მცველია.
შაბათ-კვირას როგორც ფიკაიო ტომორის, ისე საბა გოგლიჩიძის მომავალიც გაირკვევა.














