
ჟოაუ ფელიქსი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს. ფეხბურთელის დამატება პირადად სერჟიუ კონსეისაუმ მოითხოვა.
პორტუგალიელის დამატებას ასტონ ვილაც განიხილავდა, თუმცა ფეხბურთელს მხოლოდ მილანში თამაში სურდა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, როსონერი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს.













