"მილანის ადგილას ტეო ერნანდესს სარფიანად გავუშვებდი, რადგან სახეზეა მისი რეგრესი. დიდი შანსია მილანში თამაშის სურვილიც კი აღარ ჰქონდეს. მის ადგილას გუნდს ალექს ხიმენესი ჰყავს, რომელიც ძალიან კარგი მოთამაშე ჩანს. ტეოს სანაცვლოდ მიღებული თანხით, გუნდი კიდევ ერთი მცველის შეძენას მოახერხებდა და მარცხენა ფლანგი ამით დაკომპლექტდებოდა.
იგივე აზრზე ვარ ემერსონ როიალის თაობაზეც. ის ძალიან სუსტი მოთამაშეა და მილანის დონის ნამდვილად არ არის. მილანს საბა გოგლიჩიძეს ვურჩევდი, რომელსაც დაცვის ფლანგზეც შეუძლია თამაში. ვფიქრობ, ქართველ ფეხბურთელს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ისეთ გუნდში თამაში როგორიც მილანია, მისთვის იდეალური იქნებოდა.














