ამ სეზონის მილანი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... გუნდს როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც ძალიან უჭირს. რაც შეეხება რაფა ლეაოს, პორტუგალიელი არასტაბილურ თამაშს აგრძელებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ "როსონერი" დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს, რაც კლუბის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას გამოიწვევს და სწორედ რაფა ლეაო შეიძლება იყოს ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს სოლიდური თანხის სანაცვლოდ დატოვებს.
ამ მომენტისთვის უცნობია სად შეიძლება ლეაომ კარიერა გააგრძელოს, თუმცა პორტუგალიელის მიმართ ბარსელონას ინტერესი ამ დრომდე რჩება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ფეხბურთელის დამატებას ალ ნასრიც ცდილობდა. რაფას იტალიურ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, "როსონერი" კი გუნდის ათიანს დაახლოებით €70-80 მილიონად აფასებს.















