"ზირკზე მილანში უნდა გადასულიყო, მანჩესტერში წასვლა, შეიძლება ითქვას, რომ შეცდომა იყო. სერია ა-ში თამაშის კარგი გამოცდილება ჰქონდა და ისეთი ტოპ კლუბი როგორიც მილანია, მის განვითარებას ხელს უფრო შეუწყობდა. ახლა ჯოშუა ისეთ კლუბში თამაშობს, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს, რაც მის პერფორმანსზეც აისახა.
ის უდავოდ კარგი მოთამაშეა, მაგრამ ამ მომენტში ძნელია მანჩესტერ იუნაიტედში კარგად ითამაშო. ვიმედოვნებ, რომ ზირკზე ფორმაში მალე შევა, ალბათ, ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მას უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია, ეს კარგად ვიცი."
შეგახსენებთ, ჯოშუა ზირკზე მილანში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა "როსონერი" და ფეხბურთელის აგენტი საკომისიოზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც გარიგება ჩაიშალა. შემდეგ საქმეში მანჩესტერ იუნაიტედი გამოჩნდა და ტრანსფერიც მალევე დაიხურა.
23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ერთი გატანილი გოლია.













