25 წლის ფეხბურთელი მილანში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა. იტალიურ გრანდსა და ჩელსის შორის 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. თავიდან იყო საუბრები, რომ ზაფხულში მილანი ჟოაუს გამოსყიდვაზე დაიწყებდა მუშაობას, თუმცა ფაქტია ფეხბურთელმა ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. პორტუგალიელმა შემტევმა მილანში გადასვლის შემდეგ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჟოაუ ფელიქსს ჩელსისთან არსებული კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. ამ მომენტისთვი უცნობია, რა გეგმები აქვთ ლონდონურ კლუბში ფეხბურთელთან მიმართებით.













