რომა ქართველი ფეხბურთელით წინა წლებშიც ინტერესდებოდა, მეტიც, იტალიელებმა შეთავაზებაც კი გააკეთეს 2024 წლის ზაფხულში, თუმცა მაშინ მიქაუტაძემ ლიგა 1-ში დარჩენა გადაწყვიტა.
ცნობილია ლიონის პოზიცია — ფრანგ კლუბს 24 წლის ფორვარდის გაყიდვა არ სურს. იგივე პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელსაც, ჟორჟს სეზონის ბოლომდე გუნდის გამოცვლა არ უნდა.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში რაიმე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, ქართველი ფეხბურთელი ლიონში დარჩება. რამ შეიძლება შეცვალოს სიტუაცია? ძალიან დიდმა სატრანსფერო თანხამ... დაახლოებით €30 მილიონის სანაცვლოდ, დიდი შანსია ლიონმა ფეხბურთელი გაყიდოს.















