24 წლის ფორვარდის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა ოქან ბურუქმა ისაუბრა:
"სატრანსფერო პერიოდის დროს, კონკრეტულ სახელებზე საუბარი არ არის სწორი, მაგრამ გიორგი მიქაუტაძე არის ის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მოგვწონს. მას უკვე 3 წელია ვაკვირდებით. პირველად როცა მის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ, ჯერ კიდევ საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობდა. შემდეგ იყო აიაქსში ტრანსფერი და ბოლოს ლიონში დაბრუნება. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ არცერთ ფეხბურთელს არ მივუდგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის გვინდა, არა, ჩვენ ვიმატებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ვიცით, რომ გუნდს გააძლიერებენ."
ლიონს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული. იმის მიუხედავად, რომ მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურს, დიდი შანსია კლუბმა მას წასვლა აიძულოს. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 6 დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში გიორგი მიქაუტაძის თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.















