"სატრანსფერო ფანჯარა სულ ახლახანს გაიხსნა, შესაბამისად, მუშაობას უკვე შევუდექით. ახალ ფორვარდს ვეძებთ, ეს საიდუმლო არაა. იმის მიუხედავად, რომ ბალოგუნი და ემბოლო უკვე გვყავს, კიდევ ერთი შემტევის დამატებას ვგეგმავთ. მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ჩვენი სურვილია, რომ შეთანხმებას, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ.
მეცის პრეზიდენტთან პირდაპირ კონტაქტზე ვარ, ორივე მხარე ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, რათა ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხუროს. გიორგის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, პოზიტიურად ვარ განწყობილი."
იმის მიუხედავად, რომ ლანსი და სხვა კლუბები მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ, ფავორიტი სწორედ მონაკოა. უახლოეს დღეებში გიორგის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.













