ლიონმა სააპელაციო სასამართლოში საქმე სულ რამდენიმე საათის წინ მოიგო, რითაც ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა. იმის მიუხედავად, რომ ფრანგულ კლუბს მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს, ფეხბურთის ასოციაციის დასკვნა მაინც შეიცვალა და ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებას გადაურჩა.
ამ გადაწყვეტილებას ლიონის სხვა ფეხბურთელებთან ერთად გიორგი მიქაუტაძეც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელებში ლიონის მხარდასაჭერი პოსტი განათავსა.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატებას რამდენიმე კლუბი ცდილობდა, ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში იყო და ლიონის დატოვებაზე არ ფიქრობდა. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფორვარდით რომა, სანდერლენდი, გალათასარაი და ფენერბაჰჩე ინტერესდებიან, თუმცა ახლა სუტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა — ლიონმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი შემოთავაზება თუ არ მიიღო, 24 წლის ფეხბურთელი გუნდს არ დატოვებს.
ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ ლიონი გიორგი მიქაუტაძეს დაახლოებით €30-35 მილიონად აფასებს.













