ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური მედია ბარსელონას ზაფხულის სატრანსფერო გეგმების შესახებ საკმაოდ ბევრს წერს. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანასთვის" ალეხანდრო ბალდე და ჟიულ კუნდე ხელშეუხებელთა სიაში ნამდვილად არ არიან, ხოლო დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მსგავსი მიდგომაა ფერან ტორესის თაობაზეც.
კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, კატალონიური კლუბი ზაფხულში 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. იმის მიუხედავად, რომ ჰანსი ფლიკს ფერან ტორესი მოსწონს, როგორც ჩანს კლუბისთვის ესპანელი შემტევი ხელშეუხებელი ნამდვილად არაა და დიდი შანსია ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს.
ზემოხსენებული ფეხბურთელების შესაძლო გაყიდვა თავიდან ბოლომდე ფინანსებიდან არის დაკავშირებული. ბარსელონასთვის სამწუხაროდ, კლუბში ფინანსური პრობლემები კლვავ რჩება, სწორედ ამიტომ განიხილება რამდენიმე მოთამაშის გასხვისება, რათა ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდეს არსებული შემადგენლობა.













