ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მაიკლ ოლისეს თაობაზე მედიასთან ისაუბრა:
"პრესაში მის თაობაზე რაც იწერება, დიდი სისულელეა. ისეთებს ვკითხულობთ, კლუბში ამ ყველაფერზე უბრალოდ გვეცინება.
მას კლუბთან არსებული კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და სხვა მეტი არაფერია სათქმელი. პრესას შეუძლია ის დაწეროს, რაც უნდა, მაგრამ ბაიერნის გულშემატკივრებს მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ სანერვიულო არაფერია, ოლისე არსად წავა."
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში მაიკლ ოლისე აქტიურად დაუკავშირეს ლივერპულს. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდულ კლუბში ფრანგი შემტევი ძალიან მოსწონთ და მოჰამედ სალაჰის პოტენციურ შემცვლელად მასაც განიხილავენ, თუმცა როგორც ჩანს, ბაიერნი 24 წლის ფეხბურთელს არანაირი შეთავაზების სანაცვლოდ არ შეელევა.













