"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ გიორგის საოცარი პროგრესი აქვს. მასზე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მაღალი დონის მეკარეა. მამარდაშვილის ტრანსფერი დროის ამბავია, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილიც კი არის. მისი გაყიდვა კლუბს ფინანსურად გააძლიერებს, რადგან მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გიორგი ამ სეზონში კვლავ ჩვენთან ერთად იქნება. ის ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრია."
მამარდაშვილმა ლივერპულში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. საუბარია 6-წლიან ხელშეკრულებასა და €35 მილიონიან გარიგებაზე — ახლა კი ველოდებით ლივერპულის განცხადებას, სადაც ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება!













