გავლენიანი ინგლისური წყაროები ალისონ ბეკერის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ბრაზილიელ მეკარეს ზაფხულში ლივერპულის დატოვება არ სურს და მხარეებმა ახალი კონტრაქტი, რომც არ გააფორმონ, 33 წლის კარის დარაჯის სურვილია, რომ მერსისაიდში როგორც მინიმუმ 2027 წლამდე დარჩეს. შეგახსენებთ, ალისონ ბეკერი თავისუფალი აგენტი სწორედ მომავალ წელს ხდება.
ამ ყველაფერს ემატება არნე სლოტის პოზიციაც — როგორც ირკვევა, ნიდერლანდელ სპეციალისტს გამოცდილი მეკარის შენარჩუნება სურს და ფიქრობს, რომ მისი გუნდიდან გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება.
ალისონ ბეკერი რამდენიმე ევროპულ გრანდს უკვე დაუკავშირეს, მათ შორის ახსენეს ინტერი და იუვენტუსიც, თუმცა როგორც ჩანს ბრაზილიელს სულ სხვა გეგმები აქვს და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, გამოცდილი კარის დარაჯი მომდევნო სეზონშიც ლივერპულის ღირსებას დაიცავს.













