ტრანსფერი დაიხურა — ჟერემი ბოგა ნიცადან კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 29 წლის ვინგერს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
იუვენტუსი ჟერემი ბოგას 6-თვიანი იჯარით დაიმატებს, თუმცა "ბიანკონერის" ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს €5 მილიონად შეეძლება.
შეგახსენებთ, ჟერემი ბოგას იტალიაში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. კოტ-დ'ივუარელი შემტევი 2018-2022 წლებში სასუოლოს, ხოლო 2022-2023 წლებში ატალანტას ღირსებას იცავდა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, იუვენტუსი 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.













