ნაპოლიმ განახორციელა ტრანსფერი, რომელსაც "პარტენოპეის" გულშემატკივრები ნაკლებად თუ ელოდნენ — ელიფ ელმასი ანტონიო კონტეს გუნდში ითამაშებს! დიახ, 25 წლის უნივერსალ ფეხბურთელს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ნაპოლი მაკედონიელ ფეხბურთელს იჯარის წესით დაიმატებს, თუმცა იტალიურ კლუბს ელიფ ელმასის გამოსყიდვა სეზონის ბოლო შეეძლება.
შეგახსენებთ, ელიფ ელმასი ნაპოლის ღირსებას 2019-2024 წლებში იცავდა, რა დროშიც ფეხბურთელმა 189 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. შემდეგ იყო ტრანსფერი ბუნდესლიგაში, კერძოდ ლაიფციგში, საიდანაც 2025 წელს უკან იტალიაში დაბრუნდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი ტორინოში გაატარა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ნაპოლი ელიფ ელმასის ტრანსფერს უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს.













