დიაბის ბირმინგემული ისტორია სულ რაღაც ერთ წელიწადს გაგრძელდა. ფრანგი ფეხბურთელი ასტონ ვილაში წინა ზაფხულს, ლევერკუზენიდან გადაბარგდა — დიაბის დამატება ტოპ კლუბებს სურდათ, თუმცა ასტონ ვილამ ყველას აჯობა და ფეხბურთელი €55 მილიონად დაიმატა. აქედან ზუსტად ერთი წლის თავზე კი ფეხბურთელი, სწორედ €55 მილიონად დატოვებს გუნდს.
ალ-იტიჰადი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელი ლორან ბრალი სულ რამდენიმე დღის წინ წარადგინა, 48 საათის წინ კი გუნდმა ზაფხულის პირველი ტრანსფერიც დახურა, კერძოდ უსემ აუარი დაიმატა რომადან — შემდეგი უკვე დიაბია და როგორც ცნობილია, გუნდი ამ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს.













