
სანამ მხარეები ამ ტრანსფერზე საუბარს აგრძელებენ, ანტონიო კონტეს გუნდი მორიგი ტრანსფერის დახურვასთანაა ახლოს — ნაპოლი ბორნმუთის 28 წლის ნახევარმცველს ფილიპ ბილინგს, დიდი ალბათობით, 6-თვიანი იჯარის დაიმატებს! "პარტენოპეი" გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებს, რის შემდეგაც გამოცდილი დანიელი ფეხბურთელი იტალიაში ჩაფრინდება.
პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი, ბორნმუთის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 201 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 31 გოლი და 20 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი, ბორნმუთის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 201 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 31 გოლი და 20 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ანტონიო კონტეს სურვილია გუნდმა იანვარში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს და თუ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიაც დატოვებს, ნაპოლი კიდევ რამდენიმე გარიგებას გაჩარხავს.

















