დადასტურებულად — ნაპოლი კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე მუშაობს! დიახ, "პარტენოპეის" უფროსობა ბელგიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. როგორც ცნობილი ხდება, ნაპოლის გამოცდილი ნახევარმცველის დამატება მინიმუმ 2 წლით სურს.
კევინ დე ბრუინის დამატების სურვილი ასტონ ვილამაც გამოთქვა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც MLS-ისა და საუდის კლუბები აქტიურობენ. ამ მომენტისთვის მოწინავე პოზიციაზე ჩიკაგო ფაიერი იმყოფება, რომელიც კევინ დე ბრუინს საკმაოდ სოლიდურ კონტრაქტს სთავაზობს.
ნაპოლიში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "პარტენოპეის" წინ საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.













