
როგორც ცნობილი ხდება, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს, სიაში #1 სამიზნე კი ლილის კოსოვოელი შემტევი ედონ ჟეგროვაა! ფრანგული კლუბის უდავო ლიდერი, რომელიც ბოლო წლებია ლიგა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევია, დიდი შანსია ნაპოლიში ქართველი ფეხბურთელის შემცვლელი გახდეს. 25 წლის ვინგერს ლილთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად მისი დამატება ნაპოლის დიდი შანსია არ გაუჭირდეს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე საათის წინ შედგა.
იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არაა, ფაქტია ნაპოლი ახალ შემტევს მაინც ეძებს. ედონ ჟეგროვას გარდა განიხილება სხვა ვარიანტებიც.















