ტრანსფერი დროის საკითხია — მიგელ გუტიერესი ჟირონადან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, 24 წლის მარცხენა მცველს ნეაპოლში მომდევნო კვირაში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ნაპოლი ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €18-20 მილიონს გადაიხდის.
ნაპოლი, რომ მიგელ გუტიერესით ინტერესდებოდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ დავწერეთ. ანტონიო კონტეს ახალ მარცხენა მცველს ეძებდა და მისთვის ესპანელი ფეხბურთელი ყოველთვის მთავარი სამიზნე იყო. გუტიერესით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა 24 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "პარტენოპეიში" სურდა.
მიგელ გუტიერესი რეალ მადრიდის აკადემიის აღზრდილია, 2022 წლიდან მოყოლებული კი ჟირონას ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 112 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 6 გოლი და 19 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ნაპოლი ესპანელ მცველს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













