ადგილობრივ ნეაპოლიტანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ნაპოლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ 10 ფეხბურთელი მაინც დატოვებს.
რომელუ ლუკაკუ, პასკუალე მაძოკი, ლუკა მარიანუჩი, რაფა მარინი, იენს კაიუსტე, მიკაელ ფოლორუნშო, ვალიდ ჩედირა, ნოა ლანგი, იესპერ ლინდსტრომი, ლორენცო ლუკა, სირილ ნგონგე — ეს ფეხბურთელები "პარტენოპეის" გეგმებში არ შედიან და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალ სეზონს, ახალ გუნდებში დაიწყებენ. რაც შეეხება ჟუან ჟესუსსა და ლეონარდო სპინაცოლას, მათი საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება. შეგახსენებთ, ორივე ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ნაპოლის ზაფხულში საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ექნება. როგორც იწერება, "პარტენოპეი" დაახლოებით 7-8 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში სახეცვლილ ნაპოლის ვიხილავთ.













