სანტოსი, რომ ნეიმარის დაბრუნებაზე მუშაობდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. მეტიც, მაშინ მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებაც კი შედგა და როგორც ჩანს ახლა ყველაფერი მზადაა ფეხბურთელის ბრაზილიაში დასაბრუნებლად.
ნეიმარის დამატებას ამერიკული ჩიკაგო ფაიერიც ცდილობდა, თუმცა ბრაზილიელს მხოლოდ სანტოსში დაბრუნება სურდა, რასაც ალ ჰილალმა ხელი არ შეუშალა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 32 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში სამშობლოში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ნეიმარი სანტოსის ღირსებას 2009-დან 2013 წლამდე იცავდა. ამ დროში ბრაზილიელმა 225 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 136 გოლი და 64 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.














