ნეიმარ ჟუნიორის მამამ, რომელიც ბრაზილიელის აგენტიცააL’Équipe-თან ინტერვიუში საკუთარი შვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ევროპის მასშტაბით ინტერესი საკმაოდ დიდია. ნეიმარით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
სანტოსი? დიახ, ბრაზილიაში დარჩენის საკმაოდ დიდი შანსია, მაგრამ ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მის მომავალთან დაკავშირებით ერთად ვმუშაობთ. უახლოეს დღეებში მაიამიში გავემგზავრებით, სადაც რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს შევხვდებით. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ."
შეგახსნებეთ, ნეიმარი ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტია, თუმცა სანტოსი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით ჟოზე მოურინიოს ფენერბაჰჩეც ინტერესდება, თუმცა ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მეტი არაფერი ხდება.
ნეიმარის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.













