გემახსოვრებათ, წინა ზაფხულს უილიამსის ტრანსფერზე ბარსელონა მუშაობდა, მეტიც, კატალონიელები ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხასაც კი იხდიდნენ, თუმცა მაშინ ნიკომ ეს ტრანსფერი დაბლოკა. ჰანსი ფლიკის გუნდი საქმეში ისევ რჩება და მათი ინტერესი კვლავაც რეალურია. 22 წლის ვინგერით სხვა ტოპ კლუბებიც ინტერესდებიან — ჩელსი, ბაიერნი, არსენალი. დიახ ყველა გუნდი საქმეშია!
ნიკო უილიამსის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €58 მილიონი წერია, რაც ზემოთ ხსენებული კლუბებისთვის საკმაოდ მისაღები თანხაა. ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობს, რომელიც ზაფხულში მინიმუმ 4-5 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ნიკო უილიამსის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.