კატალონიური კლუბი უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის, ამას ისიც ემატებობა, რომ გუნდი ნიკოს საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელი და მის გარშემო მყოფები ბარსელონაში ტრანსფერს, გარკვეულწილად რისკად აღიქვამენ, რის გამოც ეს გარიგება შეიძლება აღარ შედგეს... ჰანსი ფლიკი და დეკუ კი გეგმა B-ზე იწყებენ მუშაობას — გუნდი დანი ოლმოს ტრანსფერზე ბოლო საათებში ძალიან გააქტიურდა.
პირველი ფორმალური შეთავაზების შემდეგ, ბარსელონა მეორე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს. როგორც უილიამსს, გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში ოლმოსაც უწერია, კერძოდ €60 მილიონი. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს, კატალონიურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და ამის შესახებ ლაიფციგში კარგად იციან — უახლოეს დღეებში, მხარეებს შორის ახალი კონტაქტი შედგება და როგორც ფლიკი, ისე ოლმოც იმედოვნებს, რომ კამპ ნოუზე ტრანსფერი შედგება.













