იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ნიკოლო ბარელათი ტოპ კლუბები უკვე ინტერესდებიან და ზაფხულში მათი გააქტიურებაა მოსალოდნელი. ბევრი იწერება საუდის კლუბებზე, ლივერპულსა და მანჩესტერ სიტიზეც, თუმცა ნიკოლო ბარელასა და ინტერის პოზიცია ცნობილია — იტალიელ ფეხბურთელს "ნერაძურის" დატოვება არ სურს, მეტიც, მისი სურვილია კარიერა სწორედ მილანურ გრანდში დაასრულოს. მსგავსი პოზიცია აქვთ ინტერშიც, უფროსობა ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავს. ნიკოლო ბარელას კლუბთან არსებული კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ €100 მილიონია.
იტალიელი ნახევარმცველი ინტერის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს. ნიკოლო ბარელამ ამ დროში 276 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 25 გოლი და 59 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
იტალიელი ნახევარმცველი ინტერის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს. ნიკოლო ბარელამ ამ დროში 276 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 25 გოლი და 59 საგოლე გადაცემაც შეასრულა.














