რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ნონი მადუეკე ჩელსიდან კარიერას არსენალში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმებს, 23 წლის ფეხბურთელს ლონდონში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. არსენალი ნონი მადუეკეს სანაცვლოდ £52 მილიონს გადაიხდის.
არსენალისთვის ნონი მადუეკე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მეოთხე ტრანსფერი იქნება. მიკელ არტეტას გუნდმა კეპა არისაბალაგა, კრისტიან ნორგორი და მარტინ ზუბიმენდი უკვე დაიმატა, თუმცა "მეთოფეები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. არსენალი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2-3 ტრანსფერის განხორციელებას კიდევ გეგმავს.
ნონი მადუეკე ჩელსის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ინგლისელმა ვინგერმა ამ დროში 92 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 20 გოლი და 9 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













