მილანი ოლივიე ჟირუს წასვლის შემდეგ, ახალი ფორვარდის ძიებაში იყო. გუნდის მთავარი სამიზნე ჯოშუა ზირკზე, მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, შესაბამისად, გუნდმა გეგმა B-ზე დაიწყო მუშაობა და როგორც აღმოჩნდა, ფონსეკას გუნდმა არჩევანი მორატაზე შეაჩერა.
მორატა მილანის ახალი 7 ნომერი იქნება. ევრო 2024-ის შემდეგ, ფეხბურთელი ოჯახთან ერთად შვებულებაში გავიდა, "როსონერის" პრესეზონს კი აგვისტოდან შეუერთდება.
ალვარო მორატას ტრანსფერის დახურვის შემდეგ, მილანი კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას ცდილობს და #1 სამიზნე, დორტმუნდისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ნიკლას ფულკრუგია! "როსონერი" 31 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და როგორც იტალიური გამოცემები წერენ, გერმანელი ფეხბურთელი კარიერის იტალიაში გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს.
"როსონერი" ამ მომენტისთვის მხოლოდ ფულკრუგის ტრანსფერზე არ მუშაობს. იბრაჰიმოვიჩი და მისი გუნდი, მორატას გარდა, მინიმუმ 4 ტრანსფერის დახურვას კიდევ შეეცდებიან. იტალიური გრანდის ამ ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობს: მარიო ერმოსო, სტრაინია პავლოვიჩი, ემერსონ როიალი, ლაზარ სამარჯიჩი და იუსუფ ფოფანა. რაც შეეხება ნიკლას ფულკრუგის გეგმა B-ს, გუნდი ტამი აბრაჰამის ვარიანტსაც განიხილავს.













