ოფიციალურად — არდონ იაშარი მილანის ფეხბურთელია. "როსონერიმ" ახალგაზრდა შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა, ნახევარმცველმა კი 30-ნომრიანი მაისური აირჩია. მილანმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ბრიუგეს დაახლოებით €39 მილიონი გადაუხადა.
მილანი, რომ არდონ იაშარით ინტერესდებოდა, ამის შესახებ დაახლოებით ორი თვის წინ გაცნობეთ. მას შემდეგ, რაც გუნდმა ლუკა მოდრიჩისა და სამუელე რიჩის ტრანსფერები დახურა, მასიმილიანო ალეგრიმ როგორც მინიმუმ კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა. იმის მიუხედავად, რომ ბრიუგეს არდონ იაშარის გაყიდვა არ სურდა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში მილანი ჩაერთო. შვეიცარიელმა ბელგიურ კლუბს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ იტალიურ კლუბში სურდა. საქმეში იყვნენ ნაპოლი, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, დორტმუნდი, ლევერკუზენი, ჩელსი და სხვა ტოპ კლუბები, თუმცა არდონ იაშარს მილანის გარდა სხვა გუნდში გადასვლა არ სურდა.
მილანი ამ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს. სან სიროს ბინადრები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.













