ოფიციალურად — ბენჟამინ შეშკო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. "წითელმა ეშმაკებმა" 22 წლის ფორვარდის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა. მანჩესტერმა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €85 მილიონი გადაიხადა.
იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურდა. ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ ნიუკასლი შეშკოს სანაცვლოდ ბევრად მეტს იხდიდა, თუმცა ლაიფციგის ფორვარდმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.
ბენჟამინ შეშკო ლაიფციგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 87 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 39 გოლი და 8 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













