ოფიციალურად — დანი ოლმო ლაიფციგიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. მხარეებს შორის €60 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელმა კი კატალონიურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჰანსი ფლიკი ახალ შემტევ ნახევარმცველს ეძებდა, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე შეძლებდა თამაშს, ოლმო კი ყოველთვის მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.
"მე აქ მოსაგებად მოვედი! ყველა შესაძლო ტიტულის მოგების დიდი სურვილი მაქვს. ჩვენ ბარსელონა ვართ და წინააღმდეგობას ყველას გავუწევთ. ჩვენ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და ვაპირებთ, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ბარსელონაში თამაში ოცნების ახდენაა. მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი. ლაიფციგს მადლობას ვუხდი, თუმცა ახლა მხოლოდ ბარსელონაზე ვფიქრობ და ერთ სული მაქვს, ახალ გუნდელებთან ერთად ვარჯიში დავიწყო", - დანი ოლმო.
148 მატჩი, 29 გოლი და 34 საგოლე გადაცემა, ასეთი სტატისტიკით დაემშვიდობა ოლმო ლაიფციგს. 26 წლის ფეხბურთელი ბარსელონას ახალი 20 ნომერი იქნება.













