ოფიციალურად: კონტეს ერაში ნაპოლიმ მეოთხე ტრანსფერი დახურა — "პარტენოპეისა" და ბენფიკას შორის რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, დავიდ ნერეში კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის €30 მილიონიანი გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც 27 წლის ბრაზილიელმა ვინგერმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
დანიდ ნერეში სან-პაულოს აკადემიის აღზრდილია, ის 2017 წელს აიაქსში გადაბარგდა, სადაც ყველამ კარგად გაიცნო. შემდეგ იყო უცნაური ტრანსფერი შახტარში, სადაც ფეხბურთელმა სულ რამდენიმე თვე გაატარა, 2022 წლიდან ნერეში კი ბენფიკას ღირსებას იცავს — 83 ჩატარებული მატჩი, 17 გატანილი გოლი და 26 საგოლე გადაცემა, ასეთი სტატისტიკით დაემშვიდობა ბრაზილიელი "არწივებს".
ნაპოლიმ ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, ბრაზილიელი მეორე ტურში კონტეს განკარგულებაში იქნება.
Serie A
ოფიციალურად: დავიდ ნერეში ნაპოლის ფეხბურთელია













