როგორც ფროზინონეს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, კლუბმა კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედა, რის მიხედვითაც, კვერნაძის გამოსყიდვა გადაწყდა. გიორგიმ იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადეს იტალიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ცნობილი სატრანსფერო გამოცემის, Transfermark.com-ის ინფორმაციით, ფროზინონეს კვერნაძის გამოსყიდვა €3 მილიონი დაუჯდა.
გიორგიმ 2023/24 წლების სეზონში ფროზინონეს რიგებში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფროზინონე მომდევნო სეზონს სერია ბ-ში გაატარებს.













