ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი რასინგ სანტანდერის ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა 24 წლის ფორვარდის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დააადასტურა.
გიორგი გულიაშვილმა ახალ კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა #22 ნომრიანი მაისური მოირგო.
შეგახსენებთ, გიორგი გულიაშვილი სარაევოს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 69 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 23 გოლი და 15 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება რასინგს, სანტანდერული კლუბი ლა ლიგა 2-ში ასპარებს და 20 ტურის შემდეგ, 38 ქულით სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს.













