ახლა უკვე ოფიციალურად, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია! 23 წლის ქართველმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლივერპულმა ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა! მხარეებს შორის არც მეტი, არც ნაკლები €37.5 მილიონიანი გარიგება შედგა, რითაც ქართული რეკორდი მოიხსნა.
მხარეებს შორის ტრანსფერზე წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება 22 აგვისტოს შედგა, რამდენიმე საათის წინ კი ლივერპულმა და ვალენსიამ გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს. გეგმა თავიდანვე გაწერილი იყო: ლივერპული გიორგის დაიმატებდა, შემდეგ კი 1-წლიანი იჯარით სხვა გუნდში გაუშვებდა. საქმეში ბორნმუთი იყო, თუმცა "ალუბლებში" ტრანსფერზე ქართველმა მეკარემ უარი განაცხადა, შესაბამისად, ლივერპულსა და ვალენსიას შორის საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმება შედგა — მამარდაშვილი 1 წელი მესტალიაზე დარჩება, 2025 წელს კი არნე სლოტის გუნდს შეუერთდება.
ამ გარიგებიდან დინამო თბილისიც იხეირებს, რომელსაც ტრანსფერიდან 10% შეხვდება.
Premier League
ოფიციალურად: გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია













