ოფიციალურად — გიორგი მოისწრაფიშვილი სპარტაკ ტრნავას ფეხბურთელია. სლოვაკურმა კლუბმა 23 ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ ახლახანს დაადასტურა. მოისწრაფიშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ხელშეკრულებაში ასევე ჩაიწერება პუნქტი, რის მიხედვითაც მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ 1-წლით შეეძლებათ.
გიორგი მოისწრაფიშვილი ბოლოს ფოთის კოლხეთში თამაშობდა, სადაც 17 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













