ოფიციალურად დადასტურდა, რომ არის ლიმასოლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში, მეცში გააგრძელებს.
ქვილითაიამ სამედიცინო შემოწმება ცოტა ხნის წინ გაიარა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ძალიან მიხარია ამ კლუბში თამაში. იმედი მაქვს, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები მთავარი მიზნის მიღწევაში - ლიგა 1-ში დარჩენაში. ჩემმა თანამემამულეებმა ძალიან კარგად ისაუბრეს მეცზე.“, - განაცხადა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ მეცში კიდევ ორი ქართველი თამაშობს - გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.
სამწუხაროდ, მეცისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელია და 12 ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ.













