ოფიციალურად — ჯანლუიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია. ინგლისურმა კლუბმა 26 წლის იტალიელი მეკარის ტრანსფერი დაადასტურა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო კლუბებს შორის დაახლოებით €35 მილიონიანი გარიგება შედგა.
პარი სენ-ჟერმენმა იტალიელი მეკარის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შემდეგ იყო ლუკას შევალიეს ტრანსფერიც, რა დროსაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ დონარუმა პსჟ-ს 100% დატოვებდა.
ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა. იტალიელმა ამ დროში 161 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 56-ჯერ შეინახა.













