კაილ უოკერს, რომ მანჩესტერ სიტის დატოვება სურდა, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ გულშემატკივრებს ინფორმაცია პეპ გუარდიოლამ აცნობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელს ამ სეზონში რეგრესი დაეწყო, რის გამოც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის ფონზე, გამოცდილმა ინგლისელმა მცველმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ინგლისელის მილანში ტრანსფერი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დახურა. შვედი მენეჯერის აზრით, უოკერი თავისი გამოცდილებით "როსონერის" დიდ დახმარებას გაუწევს. იტალიურ გრანდს ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს €5 მილიონად შეეძლება.













