ოფიციალურად — ლუის დიასი ბაიერნის ფეხბურთელია. გერმანულმა კლუბმა კოლუმბიელი ვინგერის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბაიერნმა ლუის დიასის სანაცვლოდ €75 მილიონამდე გადაიხადა.
ლუის დიასს, რომ ლივერპულის დატოვება სურდა, ამის შესახებ, რამდენიმე თვის წინ მოგახსენეთ. კოლუმბიელი ვინგერი თვლიდა, რომ მისი კარიერისთვის ლივერპულის დატოვება და ახალ ლიგაში გადასვლა საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა. განიხილებოდა საუდიში, კერძოდ ალ ნასრიში გადასვლაც, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ბაიერნი ჩაერთო, ლუის დიასმა "რეკორდმაისტერში" გადასვლა არჩია.
კოლუმბიელი ფეხბურთელი ლივერპულის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 148 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 41 გოლი და 23 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













