ოფიციალურად — ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის ფეხბურთელია. გერმანულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ნიურნბერგმა 27 წლის მცველის სანაცვლოდ კრემონეზეს დაახლოებით €1.5 მილიონი გადაუხადა. ლუკა ლოჩოშვილმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მოხარული ვარ, რომ ისეთი ტრადიციული კლუბის წევრი გავხდი, როგორიც ნიურნბერგია. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ახალ სეზონის დაწყებას. მოტივაციითა და მონდომებით ვარ სავსე და მინდა, ახალგაზრდა გუნდში პასუხისმგებლობა ავიღო და გუნდს ყველა დასახული მიზნის მიღწევაში დავეხმარო."
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობს. "Der Club"-მა გასული სეზონი 48 ქულით, მე-10 პოზიციაზე დაასრულა.













