ოფიციალურად — მარკუს რაშფორდი ბარსელონას ფეხბურთელია! ინგლისელმა შემტევმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელი სულ რამდენიმე წუთის წინ მოაწერა. მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. ბარსელონას რაშფორდის მანჩესტერ იუნაიტედიდან გამოსყიდვა სეზონის ბოლოს €30 მილიონად შეეძლება.
ბარსელონა, რომ მარკუს რაშფორდით ინტერესდებოდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ მოგახსენეთ. მხარეები პოტენციურ ტრანსფერზე 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მუშაობდნენ, თუმცა მაშინ ინგლისელი ასტონ ვილაში გადაბარგდა. მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკის გუნდმა ნიკო უილიამსი ვერ დაიმატა, კლუბი რაშფორდის კანდიდატურას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა.
მარკუს რაშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ასტონ ვილაში გაატარა. ინგლისელმა ამ დროში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













