მილანში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. კლუბმა ლუკა მოდრიჩისა და სამუელე რიჩის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. "როსონერი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებთ 7-8 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.
რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბის გეგმებში აღარ შედიან, სიაში დაახლოებით 20-მდე ფეხბურთელი იყო, საიდანაც 6-მა მილანი უკვე დატოვა.
კაიოლ უოკერი, ალესანდრო ფლორენცი, რიკარდო სოტილი, ჟოაუ ფელიქსი, ლუკა იოვიჩი და ტამი აბარაჰამი — ეს ფეხბურთელები მილანში აღარ ითამაშებენ. "როსონერიში" არსებული შემადგენლობის გადახალისება ამით არ დასრულდება. კლუბის ახალი სპორტული დირექტორი იგლი ტარე მოთამაშეების გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს.













